სტუდიის ქირავნობის ფასები
ფოტო დარბაზი ინდივიდუალური გადაღებისთვის: ინდივიდუალურ გადაღებაში იგულისხმება პორტრეტები, მოდელ-ტესტი, ორსულობა, საოჯახო, პერსონალური ბლოგისთვის ვიდეო და მსგავსი გადაღება.
ანუ გადაღების ობიექტი პიროვნებაა და არა კომერციული პროდუქტი/მომსახურება.
- სესიის პირველი საათი: 120 ლარი;
- ყოველი დამატებითი საათი: 100 ლარი თითო დამატებითი საათში.
გადაღებაში მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა – 6 სული (იგულისხმება ყველა დამსწრე, ფოტოგრაფის, მოდელების და დამხმარე პერსონალის ჩათვლით)
ფოტო დარბაზი კომერციული გადაღებისთვის: კომერციულ გადაღებაში იგულისხმება კატალოგი/ლუქბუქი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაულები, აქსესუარები; ვიდეო გადაღება: სარეკლამო რგოლები, კომერციული პროდუქტი და ა.შ.
ანუ გადაღების ობიექტი არის კომერციული პროდუქტი/მომსახურება.
- სესია 1-დან 4 საათამდე ხანგრძლივობით: 150 ლარი თითო საათში;
- 5 ან მეტი საათი ერთ სესიაში: 130 ლარი თითო საათში (ითვლება პირველივე საათიდან).
მონაწილეების რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის.
ვიდეო დარბაზი:
- 150 ლარი თითო საათში;
მითითებულ ფასებში ხელმისაწვდომია სტუდიაში არსებული ყველა დანადგარი და აღჭურვილობა – “Profoto D2”, “Aputure LightStorm 300X” და “Nanlite Pavotube 30X” განათების წყაროები, ციკლორამა, ფერადი ფონები და ასე შემდეგ.
გარდა ოთახის მცენარეებისა – ეს არ არის რეკვიზიტი.
სტუდიის ფოტოგრაფის მიერ გადაღების ფასები
ბიზნეს პორტრეტი: სტუდიური პორტრეტები თქვენი სოც.ქსელებისათვის(CV, Facebook, Linkedin and etc.)
- ერთი დამუშავებული ფოტოსურათი: 50 ლარი.
- ყველა გადაღებული სურათი იტვირთება ონლაინ გალერეაში და თქვენ თვითონ აირჩევთ დასამუშავებელ კადრებს.
- დამუშავებული ფოტოსურათები გადაეცემა დამკვეთს არაუგვიანეს 10 დღისა.
- ფერთა კორექციის დროს “პრესეტები” და ფილტრები არ გამოიყენება.
- კეთდება მხოლოდ ბუნებრივი რეტუში. ე.წ. “face-tune” არ კეთდება.
- ასაკობრივი ცვლილებები სახეზე არ რეტუშირდება.
- სხეულის ფიგურა ფოტოშოფში არ კორექტირდება.
- ნიმუშები იხილეთ აქ.
მხატვრული ფოტოსესია: საიმიჯო ფოტოსურათები, სამოდელო ტესტები, ორსულობის პერიოდი, საოჯახო, ბავშვების ფოტოსურათები.
- ხანგრძლივობა 1 საათი, 10 დამუშავებული ფოტოსურათი: 400 ლარი.
- საშუალოდ ორი-სამი “ლუქი”.
- ყველა გადაღებული სურათი იტვირთება ონლაინ გალერეაში და თქვენ თვითონ აირჩევთ დასამუშავებელ კადრებს.
- დამუშავებული ფოტოსურათები გადაეცემა დამკვეთს არაუგვიანეს 10 დღისა.
- ფერთა კორექცია და რეტუშის დეტალები შერჩეულ ფოტოგრაფთან შეთანხმების საგანია.
- ნიმუშების ნახვა და ფოტოგრაფის შერჩევა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
ჩვენი ფოტოგრაფის გადაღების ფასში ასევე გათვალისწინებულია სტუდიის ქირავნობის ღირებულება. დამატებით სხვა გადასახადები არ არის.