სტუდიაში მუშაობის წესები
დრო
- სტუდიის ქირავნობის მინიმალური დრო ერთი საათია. ნებისმიერი დამატებითი დრო ასევე საათობრივად დაითვლება. 15 და 30 წუთიანი სესიები არ გვაქვს.
- სესიის დრო იწყება და მთავრდება თანახმად ჯავშანით მითითებული პირობისა მიუხედავად იმისა თუ რა დრო დასჭირდება უშუალოდ გადაღების პროცესს.
- სტუდიაში არის ორი სამაკიაჟო ოთახი ორი სამუშაო ადგილით თითო. თუ გჭირდებათ ვიზაჟის ან მეიქაფის წინასწარი გაკეთება, შეგიძლიათ გადაღებამდე ერთი საათით ადრე ერთ-ერთი ოთახი უფასოდ გამოიყენოთ.
ფეხსაცმელი
- ციკლორამაზე და ფონებზე გადასაღებად მოდელების ფეხსაცმლის ძირებზე სამალიარო სკოჩი უნდა გავაკრათ. ამიტომ მოდელებმა ფეხსაცმლის ძირები წინა დღით უნდა გარეცხონ, გააშრონ (ყუთიდან ამოღებული ახალი ფეხსაცმლის გარდა) და ფეხსაცმელი სტუდიაში მოიტანონ ისე რომ ქუჩაში არ ატარონ. ძირები უნდა იყოს სუფთა და მშრალი. გამონაკლისია სპორტული ფეხსაცმელი თეთრი ძირებით, ასეთი ფეხსაცმლისთვის საკმარისია უბრალოდ სუფთა იყოს.
- ჩვენ ვიყენებთ ე.წ. “სამალიარო სკოჩს”, რომელიც ადვილად შორდება ძირებიდან და კვალს არ ტოვებს.
- სტუდიაში ყველა, მოდელების გარდა, ატარებენ ბაჰილებს ან ჩუსტებს. (ჩუსტები ყოველი გამოყენების შემდეგ სარეცხ მანქანაში ირეცხება).
დეპოზიტი
- გადაღებამდე არანაკლებ ორი დღით ადრე, დამკვეთმა უნდა შეიტანოს დეპოზიტი სრული საფასურის 25% ოდენობით ქვემოდ მითითებული რომელიმე ანგარიშზე.
- დეპოზიტის შეტანის შემდეგ ჩვენ ვადასტურებთ ჯავშანს. თუ გადაღებამდე 48 საათით ადრე დეპოზიტი ჩარიცხული არ არის, ჯავშანი უქმდება ავტომატურად, მანამდე დამკვეთს შეუძლია უფასოდ გააუქმოს მისი ჯავშანი ან გადაიტანოს ის სხვა თავისუფალ დროს.
- საქ. ბანკი: GE12BG0000000545929592
- თიბისი ბანკი: GE71TB7286045063300009
- მიმღები: ანტონ სამსონიძე
შეზღუდვები
- აკრძალულია ჩვენს სტუდიაში გადაღების დროს ტორტების, ნამცხვრების, ტკბილეულის, ბრჯყვიალების, ცეცხლის (სანთლები და ბენგალური ცეცხლი), საღებავის, ბუმბულის, კონფეტის, ავტოგარუჟვის კრემის (ბრონზატორის) და სხვა მღებავი, ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება.
- აკრძალულია ნებისმიერი შინაური თუ გარეული ცხოველების გადაღება სტუდიაში. გამონაკლისს წარმოადგენენ არა შხამიანი გველები (მხოლოდ სტუდიასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე).
კლიენტის პასუხისმგებლობა
- სტუდიის დაქირავებისას დამკვეთი თანხმდება აანაზღაუროს დაზიანებულ დანადგართა ახლით შეცვლის და/თუ სტუდიის სამუშაო სივრცის შეკეთების სრული საფასური გადაღების პროცესაში დაზიანების შემთხვევაში გადამღები ჯგუფის ნებისმიერი მონაწილე პირის მიერ ან დამკვეთთან ერთად გადაღებაზე მოსული პირების მიერ.
დანადგარები
- ნებისმიერი დამატებითი აღჭურვილობა, რომელსაც სთხოვთ სტუდიის ადმინისტრატორს გადაღებისთვის, გადაღების დასრულებისთანავე უნდა დაუბრუნოთ ადმინისტრატორს.
ციკლორამა
- ციკლორამაზე ყოფნა დაშვებულია მხოლოდ შიშველი ფეხით, სტუდიური ჩუსტებით, ბახილებით, ან ძირებზე “სკოჩ”-გაკრული ფეხსაცმელით.
- ციკლორამის გრადიენტზე (ამობურცულ ნაწილზე) ფეხით დგომა აკრძალულია, ზიანის მიყენების თავიდან ასარიდებლად. ჩატეხილი ციკლორამის აღდგენის საფასური ხუთი ათასი (5000) ლარია.