GeoDayLight Studio Wall

ორი დარბაზი

სტუდიაში ხელმისაწვდომია ორი სამუშაო დარბაზი — ერთი აღჭურვილია ფოტოგადაღებისთვის, მეორე — ვიდეოგადაღებისთვის. თითოეულ დარბაზს აქვს საკუთარი თეთრი ციკლორამა 6 მ. სიგანისა და 4 მ. სიმაღლის, და თითოეულის ფართობია 72 კვ.მ. კლიენტებისთვის ასევე ხელმისაწვდომია 2 სამაკიაჟო ოთახი, თითოში ორი სამუშაო ადგილით.

ფოტოდარბაზი

ფოტოდარბაზი გადიდება

ნათელი და ფართო დარბაზი. სამხრეთისკენ მიმართული ფანჯრები წლის ნებისმიერ დროს, მათ შორის ზამთარშიც, უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. დარბაზი აღჭურვილია პროფესიონალური Profoto იმპულსური განათებით და გამოირჩევა საქართველოში საჯაროდ ხელმისაწვდომ სტუდიებს შორის ერთ-ერთი დიდი ციკლორამით.

ვიდეოდარბაზი

ვიდეოდარბაზი გადიდება

ვიდეოგადაღებისთვის შექმნილი დარბაზი. აკუსტიკური კედლები გამორიცხავს ექოს და ბლოკავს გარე ხმაურს. შავი კედლები, იატაკი და ჭერი აღკვეთს სინათლის არასასურველ არეკვლას. აღჭურვილია Aputure, Nanlite და Arri უწყვეტი განათებით, როგორც თეთრი ასევე RGB-ფერადი განათებით. ხელმისაწვდომია ქრომა-კი მწვანე ფონი.